ჩვენს შესახებ

  • „სასტუმრო თბილისი ცენტრალი“ მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ და ცენტრალურ უბანში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” კოშკურა ნაწილში (V-VI სართული).

    სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” წარმოადგენს ერთგვარ კომპლექსს, სადაც განთავსებულია თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურიც, რაც საშუალებას აძლევს სასტუმროს სტუმრებს ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით შენობიდან გაუსვლელად.

    „სასტუმრო თბილისი ცენტრალის“ ადგილმდებარეობა წარმოადგენს ქალაქის სატრანსპორტო მიმოსვლის მთავარ კვანძს, რომელიც რკინიგზის საშუალებით დაკავშირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. ამასთანავე, კომპლექსთან მდებარეობს მეტროს სადგური „ვაგზლის მოედანი“.

    სასტუმროს სტუმრებს  10-15 წუთში  შეუძლიათ ეწვიონ თბილისის იმ ადგილებს, სადაც შეძლებენ მოინახულონ ჩვენი ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობები და დააგემოვნონ ქართული კერძები.

    „სასტუმრო თბილისი ცენტრალი“ მოიცავს ექვსი სხვადასხვა ტიპის 58 ნომერს, სადაც ერთდროულად შესაძლებელია განთავსდეს 150 სტუმარი:

    • ორადგილიანი აივნით (2 X) – 27 ნომერი;
    • ორადგილიანი აივნის გარეშე (2 X) – 16 ნომერი;
    • “დელუქსი” (2+1  X) – 2 ნომერი;
    • სამადგილიანი (3 X) – 5 ნომერი;
    • საოჯახო ტიპის (5 X) – 7 ნომერი;
    • საოჯახო ტიპის (8 X) – 1 ნომერი.

    თითოეული ნომერი აღჭურვილია  უფასო ინტერნეტით (WiFi), ციფრული ტელევიზიით და კონდიცირების სისტემით. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო პარკირების სერვისით.

    „სასტუმრო თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია და კომპლექსის უსაფრთხოების სამსახური ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში.